ახალი ამბები

სიცრუეა, რომ იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვაში ბრალდებულები სომხები აღმოჩნდნენ

31 აგვისტო, 2018 • 15589
სიცრუეა, რომ იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვაში ბრალდებულები სომხები აღმოჩნდნენ

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის ქურდობაში ბრალდებულები ქართველების მაგივრად სომხები აღმოჩნდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

იტალიის მედიის ცნობით, 14 აგვისტოს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების სახლი მილანში გაქურდეს, ბრალდებულები საქართველოს 5 მოქალაქეა.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულები არიან არა საქართველოს მოქალაქეები, არამედ სომხეთის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს ყალბი პასპოტები ჰქონდათ, ხოლო მათი ტყუილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თარჯიმანი მიუყვანეს და ქართულად არ ლაპარაკობდნენ.

ნეტგაზეთმა ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა და დაგვიდასტურეს, რომ ქურდობაში ბრალდებულები საქართველოს 5 მოქალაქეა.

milano.corriere.it იუწყება, რომ 27 აგვისტოს დააკავეს 5-წევრიანი ჯგუფი, რომლებსაც ბრალდ ედებათ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვა მილანში. მედიის ცნობით, დაკავებულები ახალგაზრდები არიან და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილან.

მედიის ცნობით, ქურდობაში ბრალდებულებს უკვე ჩალაგებული ჰქონდათ ბარგი და მილანის დატოვებას აპირებდნენ. როგორც მედია იუწყება, 30 აგვისტოს მათ ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

blitzquotidiano.it იუწყება, რომ სალვინის მშობლების სახლი 14–15 აგვისტოს გაქურდეს. მათ ასევე ბრალად ედებათ 7 სახლის გაქურდვა მილანში.

როგორც მედია წერს, ისინი კრიმინალური დაჯგუფების წვერები არიან, რომლებიც ევროპის ქალაქებში დადიანდ და ბინებს ძარცვავენ. მათი სქემა ასეთია:  ჩადიან სხვადასხვა ქალაქში, უკავშირდებიან ადამიანს, ვინც მათ დააბიანავებს, ძარცვავენ სახლებს და სხვა ქალაქში მიდიან ქურდობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი