ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა კაშიას საკითხზე დღეს კომენტარი არ გააკეთა

30 აგვისტო, 2018 • 2189
სალომე ზურაბიშვილმა კაშიას საკითხზე დღეს კომენტარი არ გააკეთა

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გურამ კაშიას საკითხზე დასმულ კითხვას დღეს არ უპასუხა. მან ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა დატოვა, რათა კანონით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს.

“ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის, რომ დღეს სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ”, – თქვა ზურაბიშვილმა კაშიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო ფეისბუკის გვერდი გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ამავე თემაზე

დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ! გიყვარდეთ ფეხბურთი და ფეხბურთელები – გრიგოლ ვაშაძე

დავით ბაქრაძის მხარდაჭერა გურამ კაშიას

მასალების გადაბეჭდვის წესი