ახალი ამბებირეკლამა

Gipa-მ საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღება დაიწყო

30 აგვისტო, 2018 • 5601
Gipa-მ საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მიღება დაიწყო

Gipa-ს აცხადებს სტუდენტების მიღებას ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო მმართველობის მიმართულებით . სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ  პრაქტიკოსი ქართველი და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორები.   სწავლების  პირველ და მეორე სემესტრში სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ სასწავლო მოდულს, ხოლო მესამე სემესტრში   სტაჟირებას საქართველოსს პარლამენტის აპარატსა და ქ. თბილისის საკრებულოში გაივლიან.

სტუდენტები სასწავლო პროცესის  პერიოდში გაეცნობიან საქართველოს საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპებს და ასევე ექნებათ საშუალება სასწავლო ვიზიტით გაემგზავრონ ესტონეთსა და გერმანიაში  და ადგილზე გაეცნონ შესაბამისი ქვეყნების ინსტიტუტების ფუნქციონირებასა და მათი მართვის მექანიზმებს. ასევე, სტუდენტები პრაქტიკულ საქმიანობას გაივლიან პოლიტიკის ლაბორატორიაში სადაც  ხელმძღვანელებთან ერთად იმუშავებენ მმართველობითი სისტემის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური განვითარების პრაქტიკულ საკითხებზე.

საჯარო მმართველობი სამაგისტო პროგრამის  სტუდენტებ ექნებათ საშუალება Erasmus+-ის  და ორმაგი გაცვლითი ხელშეკრულების ფარგლებსი   გაემგზავრონ ავსტრიის, ჩეხეთის , გერმანიის, პოლონეთს ,იტალიის , ნიდერლანდების, ესპანეთის, რუმინეთის   უნივერსიტეტებში ან მიიღონ ორმაგი ხარისხი GIPA-ს და ვროცლავის უნივერსიტეტსა და ბოკონის უნივერსიტეტს შორის  დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ასევე   ზურაბ ჟვანიას სახელობის სტიპენდია რომელიც სემესტრულად შეადგენს 925 ლარს. კურსდამთავრებულთა 95% პროცენტი დასაქმებულია საჯარო და კერძო სექტორებში.

 დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  პროგრამის ვებ გვერდზე https://gipa.ge/geo/program/show/sadjaro-mmartveloba . მისამართი იეთიმ გურჯის 9ბ, საკონტაქტო პირი: დავით ახვლედიანი – 577 921796.

მასალების გადაბეჭდვის წესი