ახალი ამბები

საქართველოს 5 მოქალაქეს იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვა ედება ბრალად – მედია

30 აგვისტო, 2018 • 10330
საქართველოს 5 მოქალაქეს იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვა ედება ბრალად – მედია

იტალიის მედია იუწყება, რომ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვა საქართველოს 5 მოქალაქეს ედება ბრალად.

milano.corriere.it იუწყება, რომ 27 აგვისტოს დააკავეს 5-წევრიანი ჯგუფი, რომლებსაც ბრალდ ედებათ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვა მილანში. მედიის ცნობით, დაკავებულები ახალგაზრდები არიან და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილან.

მედიის ცნობით, ქურდობაში ბრალდებულებს უკვე ჩალაგებული ჰქონდათ ბარგი და მილანის დატოვებას აპირებდნენ. როგორც მედია იუწყება, 30 აგვისტოს მათ ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

blitzquotidiano.it იუწყება, რომ სალვინის მშობლების სახლი 14–15 აგვისტოს გაქურდეს. მათ ასევე ბრალად ედებათ 7 სახლის გაქურდვა მილანში.

როგორც მედია წერს, ისინი კრიმინალური დაჯგუფების წვერები არიან, რომლებიც ევროპის ქალაქებში დადიანდ და ბინებს ძარცვავენ. მათი სქემა ასეთია:  ჩადიან სხვადასხვა ქალაქში, უკავშირდებიან ადამიანს, ვინც მათ დააბიანავებს, ძარცვავენ სახლებს და სხვა ქალაქში მიდიან ქურდობისთვის.

ამავე თემაზე გირჩევთ

სიცრუეა, რომ იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვაში ბრალდებულები სომხები აღმოჩნდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი