ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 13:00-ზე გამოქვეყნდება

30 აგვისტო, 2018 • 2798
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 13:00-ზე გამოქვეყნდება

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს, 30 აგვისტოს, 13:00-ზე გამოქვეყნდება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა.

ჩარიცხვების სია უმაღლესი სასწავლებლების მიხედვით, საგრანტო კონკურსის მონაცემებთან ერთად, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, naec.ge-ზე განთავსდება.

მაია მიმინოშვილის თქმით, წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი