ახალი ამბები

ცხოველების კვებისთვის თბილისის ქუჩებში სპეციალური დანადგარები მოეწყობა

30 აგვისტო, 2018 • 2154
ცხოველების კვებისთვის თბილისის ქუჩებში სპეციალური დანადგარები მოეწყობა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისის ცხოველების კვებისთვის განკუთვნილი სპეციალური დანადგარები მოეწყობა. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულის იდეა ქალაქის ერთ-ერთ მოქალაქეს ეკუთვნის.

აღნიშნული პროექტის იდეა გიორგი ხავთასს ეკუთვნის. როგორც ვებგვერდზე “შენი იდეა თბილისის მერს” ვკითხულობთ, აღნიშნული დანადგარში ნარჩენების ჩაყრის შემდეგ, ის გამოიმუშავებს საკვებს ე.წ. უპატრონო ცხოველებისთვის.

“ეს არის დანადგარი, რომელშიც თუ ჩავყრით ნარჩენებს, მის ქვემოთ ჩამოიყრება სპეციალური ცხოველის საჭმელი და ასევე წყლის დალევის საშუალებაც ექნებათ მათ. იდეა არა მარტო ცხოველების გამოკვებას ემსახურება , არამედ ქალაქის დასუფთავებასაც შეუწყობს ხელს. მოქალაქეებს ექნებათ მოტივაცია, არ დაანაგვიანონ თბილისის ქუჩები და ჩააგდონ ნარჩენები ასეთ დანადგარებში,” – ამბობს იდეის ავტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი