ახალი ამბები

მერია ფუნიკულორის ფერდობზე წარწერა “თბილისის” დამონტაჟებას ფიქრობს

30 აგვისტო, 2018 • 4085
მერია ფუნიკულორის ფერდობზე წარწერა “თბილისის” დამონტაჟებას ფიქრობს

დღეს 30 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია ფუნიკულორის ფერდობზე წარწერა “თბილისის” დამონტაჟების საკითხს განსახილველად გაიტანს.

როგორც კალაძემ განმარტა, ინგლისური და ქართული წარწერის დამონტაჟების იდეა ერთ-ერთ მოქალაქეს ეკუთვნის, რომელიც მან სპეციალურ შექმნილ საიტზე – “შენი იდეა თბილისის მერს” შეიტანა.

“ჩვენი თანამოქალაქე გვთავაზობს, ფუნიკულორის ფერდობზე განთავსდეს წარწერა “თბილისი” ქართულ-ინგლისური ასოებით. ვფიქრობ, ქალაქის ყველაზე მიმზიდველ ადგილას წარწერა იქნება თვალშისაცემი და მიიქცევს ტურისტების ყურადღებას, თუმცა, ამ საკითხს ჩვენ გავიტანთ განსახილველად, რამდენადაც მთა ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს და გვინდა, რომ ვიკითხოთ, ეს რამდენად შესაძებელია,” – ამბობს კალაძე.

გარეკანი ფოტო: ქართული ვიკიპედია

მასალების გადაბეჭდვის წესი