ახალი ამბები

მოქალაქეზე ძალადობაში ბრალდებული პროკურორი სამსახურიდან დაითხოვეს – პროკურატურა

29 აგვისტო, 2018 • 2006
მოქალაქეზე ძალადობაში ბრალდებული პროკურორი სამსახურიდან დაითხოვეს – პროკურატურა

საქართველოს  მთავარი პროკურატურის ცნობით, პროკურორი გ. შ, რომელსაც ბარალდ ედება მოქალაქე გ.მ-ს ცემა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობა, სამსახურიდან დაითხოვეს.

ბრალდებული პროკურორი სამსახურიდან შალვა თადუმაძემ პროკურატურის საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის საქმეზე.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.

გამოძიება ამტკიცებს, რომ  პროკურორმა გ.შ-მ  მოქალაქე  თ.გ.-ს სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარე  გ.შ-სთვის აღკვეთის ღონისძიების  შეფარდების საკითხთან დაკავშირებით  შუამდგომლობით  თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი