ახალი ამბები

კობა ნაყოფიას შვილი რ2-ის მეწილე გახდა და ტელეკომპანიას $4 მილიონით დააფინანსებს

30 აგვისტო, 2018 • 3869
კობა ნაყოფიას შვილი რ2-ის მეწილე გახდა და ტელეკომპანიას $4 მილიონით დააფინანსებს

დეპუტატ კობა ნაყოფიას შვილი ნიკოლოზ ნაყოფია რუსთავი 2-ის მეწილე გახდა. ნიკოლოზ ნაყოფიამ რუსთავი 2 -ის ერთ – ერთი მფლობელის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 50% შეიძინა.

ამ მომენტისთვის შპს ტელეკომპანია საქართველოს წილის 25%-25%-ს გიორგი და ლევან ყარამანიშვილები ფლობენ.  ტელეკომპანია საქართველო კი რუსთავი 2 -ში 51% -ს ფლობს.

ნიკოლოზ ნაყოფიამ ტელეკომპანია საქართველოს 50% სწორედ ძმები ყარამანიშილებისაგან შეიძინა, თუმცა ერთი პირობით. მან რ2-ის კაპიტალში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს დათქმული გრაფიკით, თორემ ყარამანიშილებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება.

როგორც ცნობილია, ქართულ სასამართლოებში რ2-ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული დავა ქიბარ ხალვაშმა მოიგო და წილის 100% მისი საკუთრება გახდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართოლომ შეაჩერა და ახლა ამ საქმეზე თვითონ მსჯელობს. რ2-ის წილებზე პრეტენზია აქვთ არხის დამფუძნებელბს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რომლებმაც თავის დროზე პროკურატურაშიც შეიტანეს საჩაივარი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი