ახალი ამბები

პრემიერი კურორტების მომზადებით უკმაყოფილოა

29 აგვისტო, 2018 • 1276
პრემიერი კურორტების მომზადებით უკმაყოფილოა

პრემიერ – მინისტრი კურორტების მომზადების კუთხით უკმაყოფილოა. მამუკა ბახტაძემ დღეს, 29 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე ბოლო გაფრთხილება მისცა კურორტების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე პასუხისმგებელ პირებს.

“კმაყოფილი  არ ვართ იმ მზადყოფნით, რაც ჩვენს კურორტებზე ზაფხულში გვქონდა. ამასთან, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანისა და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ზამთარში ვიხილეთ. ყველას გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაგრამ ეს არგუმენტი არ არის იმისთვის, რომ კურორტები ახალი ნაკადისთვის მზად არ იყოს. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაშია ჩართული, ეს მათთვის  ბოლო გაფრთხილებაა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს”, – ამბობს მამუკა ბახტაძე.

კითხვაზე, კონკრეტულად ვის აფრთხილებს პრემიერი, მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ ეს გაფრთხილება ყველა იმ ადამიანს ეხება, რომლებიც კურორტების მომზადებაზე პასუხისმგებელი არიან.

“არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელი და გვარები, რადგან ეს გაფრთხილება საკმაოდ ბევრ ადამიანს ეხება”, – ამბობს პრემიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი