ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“კაცები მდინარეზე ბანაობენ” – ახალგორი 30 დღე წყლის გარეშეა

29 აგვისტო, 2018 • 2134
“კაცები მდინარეზე ბანაობენ”  – ახალგორი 30 დღე წყლის გარეშეა

ახალგორი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ იმყოფება, ბოლო 30 დღეა წყლის გარეშეა დარჩენილი.

“მთელ დაბაში საინვესტიციო პროგრამით გამოიცვალა სისტემა. გაყვანილობა ახალია, თუმცა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებამდე და კორპუსებამდე მოიყვანეს. დანარჩენი უკვე კომუნალური სამსახურის სამუშაოა. მათ უნდა გამოიყვანონ მილები, კორპუსებში გადააერთონ ან ძველი მილი გამოცვალონ და ახალს მიუერთონ.

სოფლებს სოფლის წყაროები აქვთ. ვიცი, კაცები მდინარეზე ბანაობენ. ზოგი მეზობელი სოფლიდან ან იმ უბნიდან იგებს, სადაც არის, სასმელად ვარგისია თუ არა, ეგეც არ ვიცით – ისეთი ამღვრეულია. კომუნალური სამსახურის უფროსს არაერთხელ დავურეკე და მპირდება, გავერკვევიო. თუ კომუნალურმა არ შეაერთა, წყალი არ იქნება, მათ უნდა დაასრულონ სამუშაოები”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ახალგორის მცხოვრები, აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

ახალგორში წყლის მიწოდების პრობლების შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში სწორედ ის წერდა ფეისბუკის გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი