ახალი ამბები

ვეტერანების სამსახურმა ტყვეთა ბანაკში დაღუპული საქართველოს 12 მოქალაქის სია გამოაქვეყნა

28 აგვისტო, 2018 • 1906
ვეტერანების სამსახურმა ტყვეთა ბანაკში დაღუპული საქართველოს 12 მოქალაქის სია გამოაქვეყნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ნაცისტურ ტყვეთა ბანაკ “დულაგი 100″–ში დაღუპული ქართველი ტყვეების სიას აქვეყნებს.

სამსახურის ცნობით, აღნიშნული სია 22 აგვისტოს მიიღეს და მოიცავს 1941-44 წლებში, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ნაცისტურ ტყვეთა ბანაკში ‘’დულაგი-100’’ დაღუპული პირების შესახებ ინფორმაციას.

1067 სამხედრო მოსამსახურეთა შორის, 12 საქართველოს მოქალაქეა:

  1. ათოშვილი ლეონ_ დაბადების თარიღი: 1907. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში_ 23.03. 43. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110
  2. კალენჯან ნეშენ (ნეშან)_ დაბადების თარიღი: 1906, დაბადების ადგილი: აფხაზეთის ასსრ, გაგრის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში_ 22.03.1943. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977532, საქმე 110
  3. ქანთარია გიორგი_დაბადების თარიღი_1919. დაბადების ადგილი_საქართველოს სსრ, ზუგდიდის რაიონი. სამხედრო წოდება_რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში_ 13.02. 1942. დაკრძალულია_ქ. პორხოვი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან)
  4. კვერეხაძე ივანე_დაბადების თარიღი: 1921. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ვანის რაიონი, სოფ. ზეხმანტა. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში_ 20.02. 1942. დაკრძალულია: ქ. პორხოვი_ რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977521, საქმე 2217
  5. კაჭლამაზაშვილი (სავარაუდოდ, კოჭლამაზაშვილი) ილია_დაბადების თარიღი: 1919 დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქვემო დოგვი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალვის ადგილი: ქ. პორხოვი, რუსეთი_რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532; საქმე 98
  6. მერნამიძე ჩიტა_დაბადების თარიღი: 1904. დაბადების ადგილი“ საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში, 23.03.1943. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110
  7. მიკოშვილი პეტრე_დაბადების თარიღი: 1924 (ან 1914) დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ასპინძის რ-ნი, ხისობაური (სავარაუდოდ, ხიზაბავრა) სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა 23.01.1943- ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532. საქმე 110
  8. ტეგატაშვილი (ან თეგეთაშვილი) დავით_დაბადების თარიღი: 1914. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, გორის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი; დაიღუპა 26.11.1942_ ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, აღმოსავლეთი ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა:977527. საქმე 144.
  9. ჩებაჩუნინ მიხეილ_დაბადების თარიღი: 1921. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ორჯონიკიძის რაიონი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე. 98. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58, აღწერა 977521, საქმე 2163
  10. ჩიხლაძე_დაბადების თარიღი: 1900. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. თბილისი. სამხედრო წოდება_რიგითი. დაიღუპა 24.01.1943, ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო, აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 110
  11. შაპიაშვილი ეფიმ_დაბადების თარიღი: 1919. დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ბორჩა. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა ტყვეთა ბანაკში. დაკრძალულია: ქ.პორხოვი, რუსეთი (რუსული სასაფლაო აღმოსავლეთ ყაზარმასთან) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977532, საქმე 98
  12. შაპიაშვილი იუნ_ დაბადების თარიღი: 1919, დაბადების ადგილი: საქართველოს სსრ, ქ. ბორჯომი. სამხედრო წოდება: რიგითი. დაიღუპა: ტყვეთა ბანაკში_ 27.02.1942. დაკრძალულია: ქ. პორხოვი, აღმოსავლეთ ყაზარმა (რუსული სასაფლაო) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური არქივი, ფონდი 58. აღწერა: 977526, საქმე:203  (შენიშვნა_შაპიაშვილი ეფიმ და შაპიაშვილი იუნ, შესაძლოა, ერთი და იგივე პირი იყოს)

მასალების გადაბეჭდვის წესი