ახალი ამბები

პრეზიდენტობის სურვილი ამ დრომდე 31-მა ადამიანმა გამოთქვა

28 აგვისტო, 2018 • 24828
პრეზიდენტობის სურვილი ამ დრომდე 31-მა ადამიანმა გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტობისთვის სურვილი 31-მა ადამიანმა გამოთქვა, თუმცა ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალურად მიმართა 30-მა სუბიექტმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 14 სუბიექტის/საინიციატივო ჯგუფს კანდიდატის დაყენებაზე მოთხოვნა უკვე დაურეგისტრირა, ხოლო 16 სუბიექტის მოთხოვნას კვლავ განიხილავს.

ცესკოს ჯერჯერობით არ დაურეგისტრირებია ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, დავით ბაქრაძე, დავით უსუფაშვილი, კახა კუკავა და კიდევ რამდენიმე კანდიდატი. გრიგოლ ვაშაძის წარმდგენ ოპოზიციურ გაერთიანებას კი ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის კვლავაც არ მიუმართავს კანდიდატის წარდგენის მიზნით.

  • საინიციატივო ჯგუფებსა და სუბიექტებს საკუთარი კანდიდატის წარდგენის მიზნით 8 სექტემბრამდე შეუძლიათ მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ნეტგაზეთი გთავაზობთ საარჩევნო სუბიექტების/საინიციატივო ჯგუფების ჩამონათვალს, რომელთაც ცესკოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენის მიზნით მიმართეს.

პრეზიდენტობის მსურველები – 2018
Infogram

ამავე თემაზე გირჩევთ

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი