ახალი ამბები

ანაკლიის ელექტრონული ფესტივალის მონაწილე დაიღუპა

25 აგვისტო, 2018 • 3754
ანაკლიის ელექტრონული ფესტივალის მონაწილე დაიღუპა

ტელეკომპანიების იმედისა და რ2-ის ინფორაციით, ანაკლიაში ელექტრონულ ფესტივალ ECHOWAVES-ზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ტერიტორიიდან ზუგდიდის საავადმყ

ოფოში ორი ადამიანი გადაიყვანეს, თუმცა ერთი გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე კლინიკიდან სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს.

კლინიკის წარმომადგენელი სულხან ორჟონია ამბობს, რომ სახლში გაწერილი პაციენტის დიაგნოზი “დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიკური ეფექტი” იყო.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი:

“Echowaves Festival-ის საორგანიზაციო გუნდი მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს. Echowaves Festival-ი თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. ფესტივალის ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და მეგობრების ჯანმრთელობას. იმ შემთხვევაში, თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, მიმართეთ ფესტივალის ტერიტორიაზე მობილიზებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს, სამედიცინო პუნქტებს, ან SAFEWAVES-ისა და „მანდალას“ მოხალისეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/153552/

მასალების გადაბეჭდვის წესი