ახალი ამბები

წითელი ხალიჩა გერმანული მხარის თხოვნის საფუძველზე არ დავაგეთ – მთავრობის ადმინისტრაცია

24 აგვისტო, 2018 • 2969
წითელი ხალიჩა გერმანული მხარის თხოვნის საფუძველზე არ დავაგეთ – მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანგელა მერკელის გაცილებისას წითელი ხალიჩა გერმანული მხარის თხოვნის საფუძველზე არ დააგეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს უთხრეს, თვითმფრინავი ჩართული ძრავით იდგა სადგომზე და გერმანული მხარის უსაფრთხოების სამსახურმა მათ სთხოვა, ხალიჩა არ დაეგოთ და ამიტომ მხოლოდ საპატიო ყარაულით შემოიფარგლნენ.

წითელი ხალიჩა აღარ გვაქვს? – ჰკითხა ანგელა მერკელმა გაცილებისას პრემიერ მამუკა ბახტაძეს. საუბარი პრემიერის ფეისბუკის გვერდზე გასულ ლაივსტრიმში ისმის. პრემიერი პასუხობს, რომ დიახ, აღარ აქვთ, ამის შესახებ კი მას პროტოკოლმა უთხრა. ბახტაძე მერკელს ხელითაც ანიშნებს, სავარაუდოდ, ის ხელს თვითმფრინავისკენ იშვერს.

ანგელა მერკელი თბილისს გუშინ ეწვია და დღეს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი