ახალი ამბები

მესტიაში ორი დაუდგენელი ვინაობის გვამი იპოვეს

24 აგვისტო, 2018 • 1960
მესტიაში ორი დაუდგენელი ვინაობის გვამი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის ინფორმაციით, მესტიაში, მწვერვალ უშბიდან, მაშველებმა დაუდგენელი ვინაობის ორი პიროვნების გვამი ჩამოასვენეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით. 

​როგორც სააგენტო განმარტავს, შეტყობინება მყვინვარწვერზე აღმოჩენილი ორი გვამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 23 აგვისტოს შევიდა.

მათივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მთაში დაკარგული ან ჩარჩენილი პიროვნებების შესახებ შეტყობინება არ შესულა. შესაბამისად, მთაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები არ მიმდინარეობდა

მასალების გადაბეჭდვის წესი