ახალი ამბები

აქცია ღურტაში ჰესების წინააღმდეგ [Video]

8 მარტი, 2014 • • 1711
აქცია ღურტაში ჰესების წინააღმდეგ  [Video]

 

სოფელ ღურტაში მცხოვრები ოთარ იაკობიძე ამბობს, რომ პოლიციამ ადგილობრივი მოსახლეობა დაარბია.

 

როგორც  „ბათუმელებს“ აცნობეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ქალებსაც. ღურტელები ამბობენ, რომ გადაღებული აქვთ ფოტო და ვიდეო მასალა, თუ როგორ სცემს პოლიცია მოსახლეობას.

 

„მთელი სოფლის გაყოლებაზე არის პიკაპები. 500-მდე პოლიციელია. ხალხს გზა ჰქონდა გადაკეტილი. პოლიციამ ხალხი სასტიკად სცემა. ნაცემი არიან ქალებიც. 6 კაცი დააკავეს კიდეც, მაგრამ მერე გამოუშვეს. ხუთას კაცამდე ვართ ჩვენც, ორი სოფელი – დიდაჭარა და ღურტა. ბავშვებით და ქალებით ვართ გამოსული, არ მივცემთ მუშაობის უფლებას“.

 

სოფელ ღურტაში განვითარებული მოვლენების შესახებ “ბათუმელებს” ვიდეო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიაწოდოდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი