ახალი ამბებირეკლამა

მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად შეთანხმება გაფორმდა

24 აგვისტო, 2018 • 1838
მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად შეთანხმება გაფორმდა

24 აგვისტოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე“ შეთანხმება გაფორმდა.

ხელმოწერას, რომელსაც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და ნინო ენუქიძე, აგრეთვე გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი თომას ბარაისი დაესწრნენ.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ პრეზიდენტმა დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა ოლაფ ციმელკამ.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობითმნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული  უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებულისეზონური დისბალანსის დარეგულირებას და  ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელსიგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი