ახალი ამბები

ბახტაძემ მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი აჩუქა

24 აგვისტო, 2018 • 4511
ბახტაძემ მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი აჩუქა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში სტუმრად მყოფ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დრეზდენის მუზეუმიდან დაკარგული ნახატი აჩუქა.

როგორც ანგელა მერკელის ინსტაგრამზეა გამოქვეყნებული, ნახატი მე-17 საუკუნეშია შესრულებული და დრეზდენის მუზეუმში ინახებოდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს, 1945 წელს დაიკარაგა. ნახატი საბჭოთა კავშირში მოხვდა, საბოლოოდ კი საქართველომდე მოვიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი