ახალი ამბები

მერკელი: პერსპექტივაში ბალკანეთის ქვეყნები არიან, საქართველო იქნება შემდეგი რგოლი

24 აგვისტო, 2018 • 3453
მერკელი: პერსპექტივაში ბალკანეთის ქვეყნები არიან, საქართველო იქნება შემდეგი რგოლი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირამდე ეტაპობრივად უნდა მივიდეს.

მერკელის თქმით, საქართველო უკრაინასთან ერთად გახდება ევროკავშირის წევრი, მას შემდეგ, რაც ბალკანეთის ქვეყნებს ევროგაერთიანებაში მიიღებენ.

“მიხარია და მხარს ვუჭერს საქართველოს ევროპულ ამბიციებს. ამიტომ არსებობს ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მაგრამ ევროპის მხრიდან ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ქვეყანა, რომელიც წევრობის კანდიდატია, უნდა ასრულებდეს წინაპირობებს და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს უნარი ახალი ქვეყნები მიიღოს. იცით, რომ პერსპექტივაში გვყავს ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო და უკრაინა იქნება შემდეგი რგოლი. ჯერჯერობით არა არის საუბარი გაწევრებაზე, ეტაპობრივად უნდა მივიდეთ აქამდე, რომ ამაზე საუბრები დავიწყოთ”, – განაცხადა ანგელა მერკელმა თსუ-ში სტუდენტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი