ახალი ამბები

2040 წლისთვის ნორვეგია ელექტროთვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს

23 აგვისტო, 2018 • 2469
2040 წლისთვის ნორვეგია ელექტროთვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს

2040 წლისთვის ნორვეგია ელექტროთვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს. BBC-ის ინფორმაციით, 2040 წლისთვის ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავები ქვეყნის ტერიტორიაზე ხანმოკლე ფრენებს განახორციელებენ. BBC წერს, რომ ნორვეგია მთიანი  ქვეყანაა, სადაც ზამთარში ყინულსა და თოვლს გზების ჩაკეტვა შეუძლია, აქედან გამომდინარე, ხანმოკლე ფრენების განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

2018 წლის ივლისში ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრმა კეთილ სულვიკ ოსლენმა ელექტოენერგიაზე მომუშავე ორაო~დგილიანი თვითმფირნავით იმგზავრა. ელექტროთვითმფრინავი სლოვენიური კომპანიის მიერ იყო დამზადებული. მინისტრმა ჰაერში რამდენიმე წუთი გაატარა. სატესტო ფრენას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. BBC-ს ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ  ამ დრომდე მსოფლიოში ისეთი სიმძლავრის ელექტროსატენი არ არსებობს, რომლიც თვითმფრინავის დატენვას შეძლებს, ნორვეგიის მხრიდან 2040 წლის დასახელება საკმაოდ გაბედული ნაბიჯია.

სლოვენიური კომპანია “პიპისტელი” ელექტოენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავების შექმნაზე მუშაობს. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ მსოფლიოში პირველი, სრულად ელექტოენერგიაზე მუმუშავე ოთხკაციანი თვითმფინავი დაამზადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი