ახალი ამბები

წულუკიანი: იმედი მაქვს, გოგაშვილი გააგრძელებს ქართული ოცნების გაძლიერებას

23 აგვისტო, 2018 • 3205
წულუკიანი: იმედი მაქვს, გოგაშვილი გააგრძელებს ქართული ოცნების გაძლიერებას

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სუს–ის უფროსის ყოფილი მოადგილე ქართული ოცნების გუნდში ისევ გააგრძელებს მუშაობას.

“მიზეზი ჩემთვის უცნობია. ვიცი, რომ ბატონმა სოსომ თავად დატოვა თანამდებობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ გააგრძელებს ქართული ოცნების გუნდის გაძლიერებას, როგორც ეს იყო მისი ჩვენს გუნდში ყოფნის ყველა მომენტში პირველივე დღიდან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოსო გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. სუს-ში არ დააკონკრეტეს, როდის დატოვა გოგაშვილმა თანამდებობა, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ ის დაითხოვეს.

იოსებ გოგაშვილის სუს–ის უფროსის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოდან მუშაობდა. იგი ამ თანამდებობაზე სუს–ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა დანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი