ახალი ამბები

თბილისში, ბოტანიკურ ბაღში კაცის ცხედარი იპოვეს

23 აგვისტო, 2018 • 2233
თბილისში, ბოტანიკურ ბაღში კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს. “ნეტგაზეთს” შსს – ში განუცხადეს, რომ გარდაცვლილი 35 წლამდე კაცია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს. უწყების ინფორმაციით, ცხედარი გუშინ, 22 აგვისტოს, საღამოს იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი