შეხვედრა თსუ-ის სტუდენტებთან და მერკელის სხვა გეგმები თბილისში

დღეს, 23 აგვისტოს, საქართველოს ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რომლის ფარგლებშიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი შეხვდება მთავრობას, პრეზიდენტს, ოპოზიციურ პარტიებსა და თსუ-ის სტუდენტებს.

ნეტგაზეთი გთავაზობთ ანგელა მერკელის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტის სრულ პროგრამას:

23 აგვისტო

15:30 საათზე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება, სადაც ანგელა მერკელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან;

16:00-16:07 საათზე –  მთავრობის ადმინისტრაციაში ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება;

16:10 საათზე – ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი  პირისპირ შეხვდება;

16:30 საათზე – შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით:

  • გერმანიის მხრიდან: ანგელა მერკელი – ფედერალური კანცლერი, შტეფენ ზაიბერტი – სახელმწიფო მდივანი, სპიკერი, ჰაიკე ფაიჩი – გერმანიის ელჩი საქართველოში, იან ჰეკერი – კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ლარს ჰენდრიკ როელერი – კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში, უვე კორსეპიუსი – კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში, მათიას ლიუტენბერგი – კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი
  • საქართველოს მხრიდან: მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, დავით ზალკალიანი, მიხეილ ბატიაშვილი, ივანე მაჭავარიანი, ელგუჯა ხოკრიშვილი, კახა კახიშვილი, გიორგი ჩერქეზიშვილი, გიორგი ჭოლაძე, ვახტანგ ქათამაძე

17:15 საათზე – ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება;

18:00-18:40 საათზე – ანგელა მერკელს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება;

18:55-19:00 საათზე – გერმანიის კანცლერი დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს;

20:00-22:00 საათზე – ოფიციალური სადილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სახელით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ანგელა მერკელის პატივსაცემად;

24 აგვისტო

08:15-09:00 საათზე – ანგელა მერკელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება;

09:30-10:30 საათზე – გერმანიის კანცლერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება;

10:30-12:00 საათზე – EUMM-ის პროგრამა;

13:10-13:30 საათზე – ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეხვდებიან სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებს.

13:40 საათზე – გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტს დაასრულებს. გერმანიის კანცლერს გააცილებენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.