ახალი ამბები

“გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, ნებისმიერი..” – ზურაბიშვილი ბიზნესმენებს მხარდაჭერას სთხოვს

22 აგვისტო, 2018 • 3465
“გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, ნებისმიერი..” – ზურაბიშვილი ბიზნესმენებს მხარდაჭერას სთხოვს

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენებს მხარდაჭერას სთხოვს. როგორც ის განმარტავს, ბიზნესმენებს დახმარებისთვის იმიტომ მიმართავს, რომ ზურაბიშვილი ყველას პრეზიდენტი იქნება და “პირველ რიგში, საქართველოში არსებული ბიზნესის”.

“პირველი დამფინანსებელი, მინდა გითხრათ, მე ვარ, ჩემი პირადი დანაზოგიდან. გოგა ხაინდრავა, ლევან გაჩეჩილაძე, ნებისმიერი.. და ახლა მინდა მივმართო, ჩემი მეგობარი ბიზნესმენები ვინც არიან. ყველას მინდა მივმართო, რომ მე უნდა მივიღო მათგან მხარდაჭერა  იმიტომ, რომ მე უნდა ვიყო ყველას პრეზიდენტი და პირველ რიგში საქართველოში არსებული ბიზნესის,” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებთან. განცხადების ვიდეოჩანაწერს ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. 

სალომე ზურაბიშვილმა 6 აგვისტოს საპრეზიდნეტო არჩევნებში დააყენა თავისი კანდიდატურა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას “ქართულ ოცნება” არ აპირებს. მათ ჯერ არ უთქვამთ, ღიად დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა “ოცნების” არაერთმა წევრმა ეს მხარდაჭერა ირიბად გამოხატა. საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი