ახალი ამბები

კალაძეს ძველი საფეხმავლო ხიდების ახლით ჩანაცვლება სურს

22 აგვისტო, 2018 • 3813
კალაძეს ძველი საფეხმავლო ხიდების ახლით ჩანაცვლება სურს

დღეს, 22 აგვისტოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხოდმაზე, კახა კალაძემ საფეხმავლო ხიდების კონცეფციის შემუშავება და ვიზუალური მხარის მოწესრიგება მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ საფეხმავლო ხიდების იერსახეს სარეკლამო აბრები ამახინჯებს, რომლებიც გადასასვლელი ხიდის კონსტრუქციის მსგავსად, გზის მთელ სიგანეზეა დამონტაჟებული.

კახა კალაძის თქმით, გარდა ცუდი ვიზუალური მხარისა, არსებული ხიდებით სარგებლობა მოუხერხებელია მოსახლეობისთვის:

“ვფიქრობ, აქ უნდა ჩავრთოთ არქიტექტორები, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც მისაღები იქნება და ასვლა-ჩამოსვლა მოსახერხებელი იქნება.

დღეის მდგომარეობით, შშმ პირებისთვის შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, გავალებთ, რომ ძალიან მალე შემუშავდეს კონცეფცია და ვიზუალი, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდები.”

თბილისის მერის თქმით, საფეხმავლო ხიდების მოწესრიგებით, არ უნდა დაზიანდეს ბიზნეს ინტერესები, თუმცა, როგორც კალაძემ განაცხადა, ბიზნესი არ უნდა განხორციელდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი