ახალი ამბები

ვარაზისხევის ქვაფენილი შესაძლოა ასფალტით შეიცვალოს

22 აგვისტო, 2018 • 5079
ვარაზისხევის ქვაფენილი შესაძლოა ასფალტით შეიცვალოს

დღეს, 22 აგვისტოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მოსახლეობას ვარაზისხევის რეაბილიტაცია შესთავაზა და ქვაფენილთან დაკავშირებით საზოგადოების აზრით დაინტერესდა.

დედაქალაქის მერის თქმით, ვარაზისხევის ქვაფენილი ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის.

“მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის მაგივრად თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი გაკეთდეს. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხოთ. მგონია, ძალიან ხმაური და მტვერია, რაც, პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ხალხს უქმნის პრობლემას. ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ხალხს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს და შესაძლებელია როგორც საფეხმავლო ბილიკების გაფართოება, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი