საქართველოდან ოსკარზე გასაგზავნ ფილმს 31 აგვისტოს დაასახელებენ

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, საქართველოდან ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე გასაგზავნად 6 ფილმი დარეგისტრირდა.

  1. „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
  2. ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
  3. „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
  4. დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
  5. „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
  6. „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი

ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შევიდა 6 განაცხადი.

დაჯილდოებაზე საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც 9 წევრისგან შედგება:

1. დიმიტრი მამულია – კინორეჟისორი

2. გივი-ბესიკ ოდიშარია – სცენარისტი

3. ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი

4. ია შუღლიაშვილი– მსახიობი

5. კახა კანდელაკი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი

6. ზურაბ მაღალაშვილი – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი

7. კოტე ჯანდიერი – სცენარისტი

8. ნინო მხეიძე – კინომცოდნე

9. ლევან კიტია – კინორეჟისორი

კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდება გამარჯვებული ფილმი, რომელიც წელს საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება ოსკარზე.

რამდენიმე კვირის წინ ამერიკის კინოაკადემიამ თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის– საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com