ამბროლაურის რაიონში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, 20 აგვისტოს ამბროლაურის რაიონში ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 ადამიანი კი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, მანქანა ხეს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მინდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com