ახალი ამბები

ვიდეო ▶ საგანგებომ ტყის ხანძრებისთვის 20 მანქანა 10 მლნ ლარად შეიძინა

21 აგვისტო, 2018 • 3429
ვიდეო ▶ საგანგებომ ტყის ხანძრებისთვის 20 მანქანა 10 მლნ ლარად შეიძინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 20 ახალი სახანძრო მანქანა 10 მილიონ ლარად შეიძინა.

მაღალი გამავლობის მანქანები ტყის ხანძრებისთვის არის განკუთვნილი და მისი მთავარი უპირატესობა მოძრაობაში ცეცხლის ქრობაა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გვაცნობეს, პირველი ეტაპზე საქართველოში 6 სახანძრო მანქანა შემოვიდა, რამდენიმე კვირაში საქართველოს საზღვარს დამატებით 14 ახალი ტყის სახანძრო მანქანა გადმოკვეთს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახალ მანქანებს იმ ქალაქებში გადაანაწილებს, სადაც ტყის ხანძრების მაღალი რისკი არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი