ახალი ამბები

7 თვეში დანაშაულის რაოდენობა 55%-ით გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

21 აგვისტო, 2018 • 3665
7 თვეში დანაშაულის რაოდენობა 55%-ით გაიზარდა – შსს-ს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა ამბობს, რომ დანაშაული 55%-ით არის გაზრდილი. 2018 წლის 7 თვეში სულ რეგისტრირებულია 33 054 დანაშაული, როცა 2017 წელს, დროის იმავე მონაკვეთში, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 21 214 იყო.

დანაშაულის ზრდის პარალელურად შემცირებულია მისი გახსნის მაჩვენებელი. თუ 2017 წელს შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის 53.82%-ის გახსნა შეძლო, ეს მონაცემი 2018 წლისთვის 36.67%-მდე შემცირდა.

Infogram

ყველაზე მეტი დანაშაული 2018 წლის პირველ 7 თვეში საკუთრების წინააღმდეგ ჩიადინეს, სულ 13 256 შემთხვევა. დანაშაულის ეს ქოლგა-სახელი მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორცაა ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, თაღლითობა, გამოძალვა, ნივთის დაზიანება.

Infogram

რაოდენობრივად მეორე ადგილს იკავებს დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ. 2018 წლის 7 თვეში რეგისტრირებულია 6 311 შემთხვევა. ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მოიცავს ისეთ დანაშაულებებს, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა და სხვა.

ასევე რაოდენობრივად მოწინავე ადგილზეა ნარკოტიკული დანაშაული, რომელიც შსს-ს ცნობით 2018 წლის 7 თვეში 2 533-ჯერ დაფიქსირდა.

დიაგრამაზე შეგიძლიათ იხილოთ, რა შინაარსის დანაშაულს ჩადიან საქართველოში და რა სიხშირით:

Infogram

მასალების გადაბეჭდვის წესი