ახალი ამბები

განათლების სამინისტროსთან IBSU-ს მხარდამჭერი აქცია გაიმართება

21 აგვისტო, 2018 • 1823
განათლების სამინისტროსთან IBSU-ს მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 21 აგვისტოს, 4 საათზე განათლების სამინისტროსთან აქცია, სახელწოდებით “მე IBSU- სთან ვარ” გაიმართება. აქციაზე ავტორიზაციის საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომლითაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) ერთი წლით შეუჩერდა სტუდენტების მიღების პროცესი.

უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებული ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების პროცესის შეჩერების მიზეზად ასახელებენ სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანებას. ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა ადევს და მსგავს შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭო სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი