სამშენებლო ობიექტზე GWP-ის ინჟინერი დაიღუპა

20 აგვისტოს თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ინჟინერი დაიღუპა. ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, 60 წლამდე კაცი გულის შეტევით დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

GWP-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე წყლის მილებს ამონტაჟებენ, სადაც გარდაცვლილი იყო პროექტის ინჟინერი. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ინციდენტის დროს სამუშაო დღე უკვე დასრულებული იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.