ახალი ამბები

სოსო გოგაშვილმა სუს-ში თანამდებობა დატოვა

21 აგვისტო, 2018 • 3530
სოსო გოგაშვილმა სუს-ში თანამდებობა დატოვა

სოსო გოგაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა. ფაქტი ნეტგაზეთს სუს-ში დაუდასტურეს.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, როდის დატოვა გოგაშვილმა თანამდებობა, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ ის გაათავისუფლეს.

სუს-ის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურს ამჟამად სამი მოადგილე ჰყავს: ალექსანდრე ტაბატაძე, ალექსი ბატიაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი