ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი ამჯერად ყარაბაღში გაიმართება

21 აგვისტო, 2018 • 2217
არაღიარებული ქვეყნების საფეხბურთო ჩემპიონატი ამჯერად ყარაბაღში გაიმართება

2019 წლის ივნისში მთიან ყარაბაღში FiFa-ს მიერ არაღიარებული საფეხბურთო ნაკრებების ჩემპიონატი (ConIFA) გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია ConIFA-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს.  მათ შორის- აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები.

“ეს იქნება სპორტის, კულტურისა და მეგობრობის მშვენიერი დღესასწაული”, – ამბობს მთიანი ყარაბაღის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი ნარინე აგაბალიანი.

მთიან-ყარაბაღის, როგორც მსოფლიო საზოგადოების მიერ არაღიარებული ქვეყნის საფეხბუთო ნაკრები ConIFA-ს წევრი მისი დაარსების დღიდანაა.

ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს იმ საფეხბურთო გუნდებს, რომლებიც FiFa-ში არ შედან.

ConIFA-ს 2018 წლის ჩემპიონატი ლონდონში გაიმართა. 2017 წელს – სოხუმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი