ახალი ამბები

ვიდეო ▶ თბილისში ბავშვებმა Dom Kofe-ს ფილიალი გაქურდეს

21 აგვისტო, 2018 • 3542
ვიდეო ▶ თბილისში ბავშვებმა Dom Kofe-ს ფილიალი გაქურდეს

19 აგვისტოს, გვიან ღამით, თბილისში ორმა არასრულწლოვანმა ყავის სახლის Dom Kofe-ს ფილიალი გაქურდა. ვიდეოჩანაწერი კომპანიის წარმომადგენელმა ფეისბუკით გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამტვრევენ მოზარდები ფეხებით ყავის სახლის კარს, შემდეგ კი სალაროდან იპარავენ ფულს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ორივე მოზარდის ვინაობა დადგენილი აქვთ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი