ახალი ამბები

აღიარების 10 წლისთავზე პუტინი მოსკოვში ბიბილოვსა და ხაჯიმბას მიიღებს

20 აგვისტო, 2018 • 3461
აღიარების 10 წლისთავზე პუტინი მოსკოვში ბიბილოვსა და ხაჯიმბას მიიღებს

24 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას მიიღებს.

მათი შეხვედრა რუსეთის მიერ ტერიტორიების აღიარების 10 წლისთავზე გაიმართება. პუტინი ბიბილოვსა და ხაჯიმბას აღნიშნულ თარიღს მიულოცავს.

ანატოლი ბიბილოვმა გასული წლის ნოემბერში მიიწვია ვლადიმერ პუტინი, რათა  პუტინს დე ფაქტო რესპუბლიკაში მასთან ერთად აღენიშნა აღიარებიდან 10 წლისთავი. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ მოწვევაზე უარი განაცხადა და თავად დაპატიჟა ბიბილოვი და ხაჯიმბა მოსკოვში.

ანატოლი ბიბილოვი, ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა. ფოტო: Rambler

მასალების გადაბეჭდვის წესი