ახალი ამბები

კორეის ომით განცალკვებული ოჯახები ერთმანეთს რამდენიმე საათით შეხვდნენ [ფოტო]

20 აგვისტო, 2018 • 2319
კორეის ომით განცალკვებული ოჯახები ერთმანეთს რამდენიმე საათით შეხვდნენ [ფოტო]

1950-53 წლის კორეის ომით განცალკევებული ოჯახები ჩრდილოეთ კორეაში ერთმანეთს რამდენიმე საათით შეხვდნენ. მსგავსი სახის შეხვედრები დიდ იშვიათობას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას ძირითადად ასაკოვანი მოსახლეობა იღებს. შეხვედრის შესახებ BBC წერს.

ომის შემდეგ კორეის ნახევარკუნძული ორ ნაწილად გაიყო და ხალხს, რომელიც ჩრდილოეთ მხარეს დარჩა, ტერიტორიის დატოვება აღარ შეეძლო. ომით გაყოფილი ოჯახების უმეტესობას შემდგომში ნათესავები აღარ უნახავთ. 

ომით განცალკევებული ოჯახები კორეაში ერთმანეთს რამდენიმე საათით შეხვდნენ. 20.08.2018. ფოტო: EPA


“ომით გაყოფილი” ოჯახები ერთმანეთს დღეს, 20 აგვისტოს შეხვდნენ.

მსგავსი შეხვედრები ადრეც ტარდებოდა“ორ კორეას” შორის, რომელიც, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ დაპირისპირებულ მხარეებ წარმოადგენენ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველია.

როგორც წესი, მონაწილეებს ირჩევენ ლოტოს პრინციპით. დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე ასაკოვანი 101 წლისაა. მათთვის ეს მოკლევადიანი შეხვედრები დაკარგული ოჯახის წევრების ნახვის ერთადერთი შესაძლებლობაა.

შეხვედრაში მონაწილეობას 83 ჩრდილო და 89 სამხრეთკორეელი იღებდა.  თავდაპირველად მათი რაოდენობა 100-ს აღწევდა. მონაწილეთა რიცხვი იმის შემდეგ შემცირდა, რაც  ნათესავების ნაწილმა აღმოაჩინა, რომ მათი ოჯახის წევრები ცოცხლები აღარ არიან.

 

ომით განცალკევებული ოჯახები კორეაში ერთმანეთს რამდენიმე საათით შეხვდნენ. 20.08.2018. ფოტო: EPA

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 92 წლის ლი კეუმ სეომმა, რომელმაც თავისი შვილი , 71 წლის სენგ ჩოლი, 68 წლის განმავლობაში არ უნახავს.

როგორც CNN წერს, სენგ ჩოლი 4 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი განცალკევდა. მას თან ჰქონდა მამის სურათი. შვილის მსგავსად, ლი კეუმ სეომს მეუღლე ომის შემდეგ არ უნახავს.

 

ომით განცალკევებული ოჯახები კორეაში ერთმანეთს რამდენიმე საათით შეხვდნენ. 20.08.2018. ფოტო: EPA

“ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა. არც ვიცოდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა. მე უკვე 90-ს გადავცდი და არ ვიცი, როდის მოვკვდები.. ბედნიერებისგან დავფრინავ,”- უთხრა ქალმა ჟურნალისტებს.

ომით განცალკევებული ოჯახები კორეაში ერთმანეთს რამდენიმე საათით შეხვდნენ. 20.08.2018. ფოტო: EPA

ბოლო 18 წელიწადში მსგავსი 20 შეხვედრა ჩატარდა. CNN-ის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეთა მსურველთა რიცხვი 57 000-ს აღწევდა.1998 წლიდან მოყოლებული მსგავს შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი 132 603-მა გამოთქვა. აქედან 75 ათასზე მეტი უკვე გარდაცვლილია.

იმისთვის, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთი რამდენიმე საათით ნახონ, 11 საათი ავტობუსით უნდა იმგზავრონ. უმეტესობას ჩრდილოეთში დარჩენილი ნათესავებისთვის საჭმელი, მედიკამენტები და ტანსაცმელი მიაქვთ

ომით განცალკევებული ოჯახები კორეაში ერთმანეთს რამდენიმე საათით შეხვდნენ. 20.08.2018. ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი