ახალი ამბები

გემიდან გადავარდნილმა ქალმა ადრიატიკის ზღვაში 10 საათი გაატარა

20 აგვისტო, 2018 • 2547
გემიდან გადავარდნილმა ქალმა ადრიატიკის ზღვაში 10 საათი გაატარა

გემიდან გადავარდნილმა 46 წლის ბრიტანელმა ქალმა ადრიატიკის ზღვაში 10 საათი გაატარა. The Guardian წერს, რომ ქალი ადრიატიკის ზღვაში კრუიზის გემზე იმყოფებოდა, ღამით კი გემიდან გადავარდა და ზღვაში ჩავარდა. გემი ვერგაროლას (ხორვატია) პორტიდან ვენეციაში მიემგზავრებოდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის მოქალაქე ხორვატიის სანაპიროდან 100 კმ-ის მოშორებით ჩავარდა ზღვაში.

შემთხვევა 18 აგვისტოს, ღამით მოხდა. მაშველებმა ვერტმფრენისა და სამაშველო ნავის დახმარებით ქალის ძებნა მალევე დაიწყეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბოლოოდ ჩავარდნის ადგილიდან 1.3 კმ-ის მოშორებით 10 აგვისტოს, დილით იპოვეს.

გადარჩენილი ქალის თქმით, გემბანის უკანა მხარეს იმყოფებოდა, რა დროსაც ზღვაში ჩავარდა. “გამიმართლა, რომ გადავრჩი. საოცარმა მაშველებმა გადამარჩინეს,”-ამბობს ქალი.

ბრიტანეთის მოქალაქე ამ დროისთვის ხორვატიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. The Guardian – ის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველებს ქალმა მოუყვა, რომ იოგას მისდევს, რაც წყალში ყოფნისას ძალიან დაეხმარა.  გადარჩენილის თქმით, სიცივე რომ არ ეგრძნო, მღეროდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი