ახალი ამბებირეკლამა

სამეცნიერო პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდა მეცნიერები ჩაერთვებიან

20 აგვისტო, 2018 • 1762
სამეცნიერო პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პროცესში ახალგაზრდა მეცნიერები ჩაერთვებიან

მეცნიერების პრიორიტეტული მიმართულებები, არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები – ამ საკითხებზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდენტთან, გიორგი კვესიტაძესთან და ცნობილ ქართველ მეცნიერებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებით ახალგაზრდა მეცნიერების დაინტერესება, მათი მაქსიმალური ჩართვა პროცესებში, ახალი ხედვებით და მეცნიერების აკადემიაში არსებული მნიშვნელოვანი გამოცდილებით მეცნიერების განვითარების მაქსიმალურად მოკლე ვადებში უზრუნველყოფა.

ახალგაზრდა მეცნიერები სამეცნიერო პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პროცესში უახლოეს მომავალში, სექტემბრიდან, აქტიურად ჩაერთვებიან.  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ყველა საფეხურისთვის რეფორმაზე მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი