ახალი ამბები

ნინო ვიბლიანი გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

20 აგვისტო, 2018 • 7722
ნინო ვიბლიანი გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა

სოოფელ ჭუბერში მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ნინო ვიბლიანი სამეგრელო ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ახალი გუბერნატორების დასახელებისას განაცხადა.

პრემიერმა გუბერნატორები 7 რეგიონში წარადგინა. შვიდივე მათგანი კაცია.

ნინო ვიბლიანი მიმდინარე წლის ზაფხულში ჭუბერში მომხდარი სტიქიის დროს გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი