ახალი ამბები

თბილისიდან კრასნოდარში მიმავალ ავტობუსში 2 მგზავრი დაიღუპა, 26 დაშავდა – რუსული მედია

19 აგვისტო, 2018 • 3459
თბილისიდან კრასნოდარში მიმავალ ავტობუსში 2 მგზავრი დაიღუპა, 26 დაშავდა – რუსული მედია

დღეს 19 ივლისს, თბილისიდან სტავროპოლის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში მყოფი 2 მგზავრი დაიღუპა და 26 დაშავდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. სამინისტროს ცნობით, ერთერთი დაღუპულს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 8 ადამიანი რჩება საავადმყოფოში, აქედან 3 დაშავებული საქართელო მოქალაქეა. სამინისტროს ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საკონსულო ცდილობს მათთან დაკავშირებას.

რუსული მედიასაშუალება tass.ru იტყობინება, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, აქედან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი რუსეთის.

მედიის ცნობით, თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სტავროპოლის მხარეში დაეჯახა ტრაილერს. შემთხვევა 19 აგვისტოს გამთენიისას მოხდა.

tass.ru-ს ინფორმაციით, ავტობუსში 40 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდნენ. ავარიისას 26 ადამიანი დაშავდა, აქედან 17, მათ შორის 5 მოზარდი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი