ახალი ამბები

თურქეთში უკანონოდ გადასვლის მცდელობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს – შსს

19 აგვისტო, 2018 • 2531
თურქეთში უკანონოდ გადასვლის მცდელობის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის და კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე 4 ადამიანი დააკავეს, რომლებიც თურქეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობდნენ.

პოლიციის ცნობით, დაკავებულებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები აროაბ, ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი