ახალი ამბები

ძლიერი წვიმის გამო შსს-მ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა

18 აგვისტო, 2018 • 3828
ძლიერი წვიმის გამო შსს-მ თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდა

შსს-ს ინფორმაციით,თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა, ასევე დროებით აიკრძალა ვაკე-საბურთალოს რაიონში უნივერსიტეტის ქუჩაზე „მაღლივი კორპუსის“ მიმართულებით.

უწყების თქმით, გზებზე არსებული შეზღუდვები ამინდის გაუმჯობებისთანავე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი