ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი მოსკოვს არწმუნებს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა არ ფუჭდება

18 აგვისტო, 2018 • 4132
ფაშინიანი მოსკოვს არწმუნებს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა არ ფუჭდება

სომხეთის პრემიერმა მიმართა იმ რუს ექსპერტებსაც, რომლებიც ირწმუნებიან რომ სომხეთი დასავლეთისკენ უჭირავს თვალი.

“სომხეთი არსაით მიდის. სომხეთი მყარად დგას, წელში გამართული, ამაყი მოქალაქეებითა და ღირსეულად. სომხურ-რუსული სტრატეგიული კავშირები გაღრმავდება და განვითარდება”, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა.

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად ქვეყნის პარლამენტმა 2018 წლის 8 მაისს აირჩია. ფაშინიანის პრემიერდ არჩევას სომხეთში წინ უძღოდა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები წინა მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.

ამავე თემაზე:  პოსტ-რევოლუციური სომხეთის მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი