არეტა ფრანკლინი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, “სოულის დედოფალი” არეტა ფრანკლინი დღეს, 16 აგვისტოს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC–ის ცნობით, 2010 წლიდან არეტა ფრანკლინს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობის გამო ფრანკლინი გასული წლიდან ჩამოშორდა მუსიკალურ მოღვაწეობას. ბოლო კონცერტი 2017 წლის ნოემბერში ელტონ ჯონის აივის ფონდის მხარდასაჭერად გამართა ნიუ იორკში.

The Guradian–ის ცნობით, მომღერალს პანკრეასის კიბო ჰქონდა. წელს ოპერაცია გაიკეთა,და  მკურნალობას გადიოდა.

არეტა ფრანკლინის კარერა 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი ცნობილი ჰიტებია Respect, Think, I Say a Little Prayer, (You Make Me Feel Like) A Natural Woman.  2005 წელს აშშ–ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com