ახალი ამბები

თვენახევარში უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა – სამინისტრო

16 აგვისტო, 2018 • 3927
თვენახევარში უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა – სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 1 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 4 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 3 ფაქტი – კახეთში, ხოლო 1 ფაქტი- იმერეთში.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გვაცნობებს, მოქალაქეები ნადირობისთვის აკრძალული იარაღებით (ე.წ “მანოკით” და ფარით) აკრძალულ დროს ნადირობდნენ.

  • იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში უმეთვალყურეოდ მიტოვებული, ჩართულ მდგომარეობაში მყოფი ხმოვანი სიგნალის გამომცემი  თვითნაკეთი ელექტრომოწყობილობა, ე. წ. “მანოკი” ნახეს.
  • კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებს 7 ერთეული მწყერი ჰყავდათ მოპოვებული. მათ ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული მწყერი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იხსნება.

ნადირობისთვის აკრძალული იარაღები: ე.წ. მანოკი და ფარი

ნადირობისთვის აკრძალული იარაღები: ე.წ. მანოკი და ფარი

მასალების გადაბეჭდვის წესი