ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სერგეი შამბა: ბათუმში მაინც სხვა დონეა

16 აგვისტო, 2018 • 9333
სერგეი შამბა: ბათუმში მაინც სხვა დონეა

“ბევრი ჩამოდის აფხაზეთში. გამიჭირდება გითხრათ. მე ჩემი საკუთარი შეხედულება მაქვს. დაინტერესებული პირი ვარ. თუმცა, ვფიქრობ, ბათუმში, ალბათ, უფრო სხვა დონეა, სიმდიდრეა. აქ ყველაფერი უფრო სადაა, მაგრამ კარგი ზღვა გვაქვს, უკეთესიც, ვიდრე ბათუმში” ,- ასე პასუხობს სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დეპუტატი “ეხო მოსკვის” ჟურნალისტის კითხვას სხვაობაზე აჭარასა და აფხაზეთს შორის, ასევე,  იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლო აჭარამ მაღალი ევროპული დონის კურორტების შექმნა, აფხაზეთმა კი ვერა.

“იმიტომ, რომ იქ მეტი ინვესტიცია იყო. საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება, აშშ, ევროპა. ბევრი ქვეყანა აღიარებს და დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციებით.

ჩვენ მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე ვართ დამოკიდებული. გარკვეული ინვესტორები გვყავს თურქეთიდან, მაგრამ ძირითადად რუსები არიან. აქ უფრო რთულია. 2008 წლამდე ბლოკადაში ვიყავით, ეს გასაგები უნდა იყოს. ამასთან, ომი აფხაზეთში იყო. მთელი ინფრასტრუქტურა, ქარხნები განადგურდა. ყველაფერი საქართველოში იყო გატანილი, ტრანსპორტი – ავტო თუ საზღვაო. ყველაფერი, რისი გატანაც შეილძებოდა, საქართველოში გაიტანეს.  2008 წლის შემდეგ რაღაც პროგრესის შესაძლებლობა გაჩნდა. ძალიან ნელა, მაგრამ ეს პროგრესი მიმდინარეობს”.

ბათუმი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი