მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში კიდევ ერთხელ დაკითხავენ

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში დღეს, 16 აგვისტოს, 12 საათზე, კიდევ ერთხელ დაკითხავენ. მაჩალიკაშვილი სუს-მა ტერორიზმის ხელშეწყობის საქმესთან დაკავშირეით უნდა დაკითხოს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მაჩალიკაშვილის ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილს, რომელმაც განგვიმარტა, რომ დაცვის მხარისთვის მაჩალიკაშვილის დაკითხვა გაუგებარია. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა, შესაბამისად, მათთვის უცნობია მაჩალიკაშვილის დაკითხვის მიზეზი არათუ გამოძიების საწყის ეტაპზე, არამედ ახლა.

როგორც ადვოკატმა გვითხრა, მაჩალიკაშვილის დაკითხვა შეიძლება უკავშირდებოდეს მის ბოლოდროინდელ აქტივობას.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა სუს-საც და დამატებით ინფორმაციით მიღებისთანავე მას შემოგთავაზებთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან