ახალი ამბებიეკონომიკა

16 აგვისტოს ოფიციალური კურსით ლარი გამყარდა

15 აგვისტო, 2018 • 4098
16 აგვისტოს ოფიციალური კურსით ლარი გამყარდა

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი დოლარისა და ევროს მიმართ გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ, 16 აგვისტოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,60 თეთრი იქნება. დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 2 თეთრით გამყარდა. რაც შეეხება ევროს, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.94 ლარია. სხვაობა დღევანდელ კურსთან შედარებით ხუთი თეთრია.

ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია 9 აგვისტოდან დაწყო. 10 აგვისტოს ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა, გუშინ, 14 აგვისტოს კი- 6 თეთრით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი